უკრაინა საქართველოსგან მოითხოვს, ღირსეულად მოექცეს მიხეილ სააკაშვილს

უკრაინა საქართველოსგან მოითხოვს, ღირსეულად მოექცნენ უკრაინის მოქალაქეს მიხეილ სააკაშვილს და დაუშვებლად მიიჩნევს ძალადობის გამოყენებას მის მიმართ – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიკოლა ტოჩკისკიმ განაცხადა უკრაინაში საქართველოს ელჩთან, გიორგი ზაქარეიშვილთან შეხვედრის დროს.

“მინისტრის მოადგილემ ქართულ მხარეს აცნობა უკრაინის ხელისუფლების პოზიცია უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილისადმი ღირსეული მოქცევის აუცილებლობისა და მისდამი ფიზიკური ძალის გამოუყენებლობის შესახებ”. – აცხადებს საგარეო უწყება.

ცნობისთვის, დღეს , 11 ნოემბერს, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share