“ვგმობთ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობას და ხელისუფლების მიერ მოშიმშილე პატიმრის ციხის საავადმყოფოში იძულებით გადაყვანას, სადაც მას სიცოცხლის საფრთხე ემუქრება”, – ამის შესახებ განცხადებას წამების მსხვერპლთა სარეაბილიტაციო საერთაშორისო საბჭოს (IRCT) ხელმძღვანელი ლიზა ჰენრი ავრცელებს.
ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაციის ხელმძღვანელი საქართველოს მესამე პრეზიდნეტის საფრთხეში ყოფნის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და საქართველოს ხელისუფლებას ადამიანის უფლებების მტკიცე დაცვისაკენ მოუწოდებს.