მოქალაქეების მასობრივი გადინება ქვეყნიდან. საქართველოდან წასვლის მსურველთა რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. მწვანე ბარათის გათამაშებაში რეგისტრირდება ყველა, ვინც მომავლის პერსპექტივას ამ ქვეყანაში ვეღარ ხედავს.
“ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში ემიგრანტების რიცხვი ასი ათასით გაიზარდა. მთავარ მიზეზად კი ისინი მხოლოდ ერთს, საქართველოში გაუსაძლის პირობებში ცხოვრებას ასახელებენ.