ოზურგეთის კლინიკა “მედალფას” დირექტორი, დავით მდინარაძე მოსახლეობას მიმართავს:
“საქართველოში და გურიაში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი რჩება მაღალი-რეალურად კი ამ გავრცელების პირობებში,კონტაქტით თუ მის გარეშეც,თუ გაქვთ ტემპერატურის მატება,კუნთების,ზურგის,თავის ტკივილი და ყნოსვისა და გემოვნების შეცვლა,ეს პრაქტიკულად ნიშნავს რომ გაქვთ კოვიდი და ყოველგვარი დამატებითი ბიუროკრატიული ქმედებების,ტესტირებაზე დროის,ფულის,ნერვების და ძალისხმევის დახარჯვის გარეშე-უნდა დალიოთ ჩაი,ბევრი სითხე,იკვებოდ სწორად,ხშირად ანიავოთ ოთახი,იმოძრავოთ და რაც მთავარია იყოთ იზოლაციაში-ოღონდ ამ ყველაფერს თვალყურს უნდა ადევნებდეს ოჯახის ექიმი,ამავე ექიმმა უნდა გადაწყვიტოს,რჩებით სახლში ან სასტუმროში თუ გჭირდებათ კლინიკაში მოთავსება, ამავე ექიმმა უნდა დაგინიშნოთ მედიკამენტები თუ ისინი გჭირდებათ(და არა მეზობელმა,ახლობელმა და ფარმაცევტმა)ამავე ექიმს ეკისრება პასუხისმგებლობა თქვენს გამოჯანმრთელებაზე..
რა პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ:
1.ყველგან ატარეთ ნიღაბი
2.დაიცავით დისტანცია.
3.დაიბანეთ ხშირად ხელები.
4.სიმტომების გამოვლენისთანავე გადადით იზოლაციაში.
5.არ მიიღოთ ექიმის დანიშნულების გარეშე მედიკამენტები,გარდა სიცხის დამწევისა და ისიც დოზირებულად.
6.არ შეაჩეროთ იმ მედიკამენტების მიღება, რომელიც მანამდე დანიშნული გქონდათ ქრონიკული დაავადებების გამო.
მხოლოდ ამ გზით შევძლებთ შევაჩეროთ ვირუსის კიდევ უფრო მასშტაბური გავრცელება.
გაწვდით ოჯახის ექიმების ტელეფონის ნომრებს:
1.ლალი ხინთიბიძე-599 74 72 14
2.ქეთევან სტურუა-598 14 99 15,
3.მარინა კოროშინაძე-595 32 39 69 577 62 99 68.
4.ირინა ერქომაიშვილი-593 31 04 07 577 62 88 12
5.ირინა თუთბერიძე 577 62 99 63
ყველაფერი კარგად იქნება.”- წერს სოციალურ ქსელში მდინარაძე.