ნუ გახდებით მკვლელობის თანამონაწილეები – ამ სიტყვებით მიმართავენ მედიკოსები მე-18 დაწესებულებაში მომუშავე კოლეგებს. ექიმების განცხადებით, ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშილის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლებელია.
მედიკოსები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ და ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ მესამე პრეზიდენტის გარდაცვალება შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში დადგეს.
10 თვეა არც ერთ მსჯავრდებულ პაციენტს არ უმკურნალია ე.წ. მე-18 დაწესებულებაში. დიახ, მე 18 დაწესებულება აბსოლუტურად არ შეესაბამება და არ აკმაყოფილებს არცერთ კრიტერიუმს. სიკვდილი მესამე პრეზიდენტის შეიძლება დადგეს ყველ წუთს, ყოველ საათში. მივმართავ ასევე ჩვენს კოლეგებს, ექიმებს, ექთნებს, რომლებიც მუშაობენ მე-18 დაწესებულებაში, ნუ აიღებთ თქვენ თავზე იმაზე მეტ პასუხისმგებლობას, რაც თქვენ შეგიძლიათ აიტანოთ, რაც არ შეესაბამება თქვენს კომპეტენციას და გამოცდილებას ნუ გააკეთებთ და ნუ გახდებით მონაწილეები მკვლელობის, – განაცხადა სამედიცინო ექსპერტმა, ვატო სურგულაძემ.
ამ დროისათვის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია. ცოტა ხნის წინ გლდანის ციხეში მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე შევიდა.