გლდანის ციხის დირექტორს კოვიდ-19 დაუდასტურდა

ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს, როგორღაც გაახანგრძლივონ მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში ყოფნა – ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი, ბექა ბასილაია ფაქტს, რომ გლდანის ციხის დირექტორს კოვიდ-19 დაუდასტურდა.

“ჩვენ ვხედავთ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს…ამ დროს ვხედავთ როგორი ჩაკეტილია სისტემა და ინფორმაციას როგორ ვიგებთ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობის შესახებ, მათ შორის, კოვიდთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს, როგორღაც გაახანგრძლივონ მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში ყოფნა.

ფაქტი, რომ დაწესებულების წარმომადგენლებს დაუდასტურდათ კორონავირუსი, რომელთაც შესაძლოა ჰქონოდათ შეხება მიხეილ სააკაშვილთან და უნდა ჰქონოდათ, როდესაც ჩვენ მიხეილ სააკაშვილს ვხვდებით, ეს ადამიანები იქ ტრიალებენ. კიდევ  ერთხელ ხაზს უსვამს, რომ არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში დატოვება”,- ამბობს ბექა ბასილაია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share