“ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი, მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“გასაგებია, რომ ივანიშვილი და რუსული ოცნება დიდი ხანია გასცდნენ ჰუმანიზმისა და რაციონალიზმის ფარგლებს, მაგრამ მართლა მიკვირს – ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ გარდაცვლილი პრეზიდენტი მათთვის ათასჯერ უფრო საშიშია, ვიდრე ცოცხალი სააკაშვილი? უფრო საშიში კი არა – ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით მათი გამანადგურებელი, რადგან ლეგენდა, დროშა, სიმბოლო ისეთ მარადიულ სიცოცხლეს იძენს, რომელსაც ვერაფერი ვეღარ დაამარცხებს, რამეთუ უხორცოა!
ოდნავი ჭკუა მაინც თუ შეგრჩენიათ ქოცებო, ისევ საკუთარი თავების გამო – ილოცეთ და იმოქმედეთ ისე, რომ მიშა ფიზიკურად გადარჩეს!
არავინ გაპატიებთ მთელი ერის მკვლელობის თანამონაწილეებად გახდომას!” – წერს მაია ორჯონიკიძე.