მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების მართვის მოწმობის გარეშე მართვა 2022 წლის 28 მარტიდან აიკრძალება. ამის შესახებ პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით იმსჯელა.
ცვლილების თანახმად, 2022 წლის 28 მარტიდან მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება. ამასთან, ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებების მართვისთვის სავალდებულო იქნება მართვის მოწმობის აღება