მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ელენე ხოშტარიას მდგომარეობა მძიმეა. მის შიმშილობასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიამ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი” ისაუბრა.
“როგორც არ უნდა გაგვამხნევოს მან რომ კარგად არის, ელენე [ხოშტარია] არ არის კარგად. თან ქალების შიმშილობა გაცილებით უფრო რთული ამბავია, ვიდრე კაცების შიმშილობა, ეს სამედიცინო ფაქტია, 4 შვილის დედაა და ისიც არაფერს იღებს… უკვე მასობრივად დაიწყო ასეთი რაღაცები. ვინც შიმშილობს, ნელ-ნელა ეს ხალხი დაიწყებს წაქცევას, ყველას ერთნაირად კი არ შეუძლია, ვიღაც შეიძლება მე-7 დღეს წაიქცეს, ვიღაც მე-17.. თუ სადმე ვართ, ვართ ვაცის ნადიმში, სადაც ხელისუფლება კლავს”, – თქვა ნიკა გვარამიამ.
“დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია პროტესტის ნიშნად, პარლამენტში 3 ნოემბრიდან შიმშილობს. ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს.