”ერო, ნუ ვაქცევთ მიხეილ სააკაშვილის კადრებს მოგონებად. რატომ აღარ გაქვთ ის სულისკვეთება, ის მუხტი, ის ჟინი, ის გამტანობა და ადამიანობა რაც აქამდე გქონდათ. სირცხვილი შენ ქართველო, მესამე პრეზიდენტი ციხის საკანში გიკვდება, შენ კიდევ ტელევიზორიდან უყურებ კადრებს თუ როგორ მძიმდება მისი მდგომარეობა და დღითიდღე სიკვდილს უახლოვდება. შენ კი სხვას ელოდები როდის გააკეთებს შენს გასაკეთებელს. დაიმახსოვრე, შენს გასაკეთებელს არავინ და ვერავინ გააკეთებს. ეს შეგიძლია მხოლოდ და მხოლოდ შენ!!! ხვალ ეს ყველაფერი გვიანი იქნება, ხვალ შენ ინანებ რომ არ დაეხმარე, მისი სიცოცხლე არ დაიცავი და სამართლიანობა არ აღადგინე. მისტირით ევროპას და ამერიკას, აჩვენებთ ერთიმეორეს სხვადასხვა კადრებს „აი, როგორ იქცევიან ევროპაში ან ამერიკაშიო“, „რა მაგარი ხალხიაო“, „ნეტა მეც ვცხოვრობდე იმ ქვეყანაშიო, აბა აქ რა დამრჩენიაო“. რატომ მიგიწევს გული სხვაგან, მაშინ როცა მხოლოდ 3 მილიონიანი ქვეყანა ვართ. იმაზე ადვილი არაფერია ვიდრე 3 მილიონიანი ქვეყნის ფეხზე დაყენება, და ეს შენ შეგიძლია, ჰო რიგითო ქართველო, შენი ვალია შენც დადო შენი წილი აგური ამ ქვეყნის მშენებლობისთვის. შენი ვალია დაიცვა მესამე პრეზიდენტი, დაიცვა რომ აღდგეს სამართალი, დაიცვა რომ შენს და შენს შვილებს ჰქონდეთ მომავალი, არ გეშინოდეს აზრის დაფიქსირების, არ გეშინოდეს ქუჩაში გასვლის. და ჩვენ ეს შეგვიძლია, დიახ შეგვიძლია. და ერთერთი მონაწილე შენ ხარ, შენ ვინც ამას კითხულობ ახლა. იმოქმედე გულით და გონებით. იმოქმედე ისე როგორც შენი გული და გონება გკარნახობს. შენი არჩევანი სწორია, შენი არჩევანი უზენაესია.
იმოქმედე ერო.”
გიორგი სულაძე