პროექტის „გურიის ეროვნული პარკის დაფუძნება“ ფარგლებში ცხადდება საგრანტო კონკურსი

გურიის მთიანი ლანდშაფტის უნიკალური ბუნების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), შვედეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით ახორციელებს პროექტს გურიის ეროვნული პარკის დაარსებისთვის.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამიზნე სოფლებში მუდმივად მცხოვრებ ან/და რეგისტირებულ მოქალაქეს:

 

  • ლიხაურის თემი, სოფლები: ნიაბაური, ლიხაური (აჭი).
  • მაკვანეთის თემი, სოფლები: გოგიეთი, ზემო მაკვანეთი.
  • შემოქმედის თემი, სოფლები: გომი, გონებისკარი, წითელმთა, შემოქმედი.
  • ცხემლისხიდის თემი, სოფლები: ცხემლისხიდი, ბაღდათი.
  • ვაკიჯავარის თემი, სოფლები: ფამფალეთი, ვაკიჯვარი.
  • მთისპირის თემი, სოფლები: უკანავა, ვანისქედი, მთისპირი.

 

კონკურსის მიმართულებები: შინამეურნეობაში ან/და სამეზობლოებში ან/და სოფელში არსებული პრობლემების გამოვლენა და გადაჭრა. მაგალითად: საჯარო სივრცეების კეთილმოწყობა, გარემოსდაცვა, ტურიზმის განვითარება, საოჯახო სასტუმრო, მეფუტკრეობა, მესაქონლეობა, საკალმახე მეურნეობა, წისქვილი, საძოვრები, სანთლის არაყის წარმოება, ვაზის გაშენება/მოვლა, საცხენოსნო ტურები, ტურისტული ბილიკები, მდინარის ადიდებით გამოწვეული პრობლემების მოგვარება, უნიკალური წყაროების ან/და ადგილების გამოვლენა/დაფიქსირება, მტაცებელი ცხოველებისგან დაცვა. შესაძლებელია ფესტივალების, სპორტული შეჯიბრებების, სასწავლო კონფერენციების, მასტერ კლასების მოწყობა.

საპროექტო იდეის განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • განმცხადებლის სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელეფონი;
  • პროექტის განხორციელების ადგილი;
  • საპროექტო იდეის აღწერა;
  • განხორციელების ვადები – მაქსიმალური ვადაა 2 თვე;
  • საჭირო ბიუჯეტის მოცულობა და ხარჯების განაწილება. თითო საპროექტო იდეის ბიუჯეტის მაქსიმალური მოცულობაა 300 ევროს ექვივალენტი ლარში.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • გადასაჭრელი საკითხის აქტუალურობა;
  • საპროექტო იდეის შესაბამისობა საჭიროებასთან;
  • პრობლემის მოგვარების გზების ეფექტურობა.
  • საპროექტო იდეები წარმოდგენილი უნდა იქნას 2021 წლის 25 ნოემბრამდე წერილობით ან ელექტრონულად: yscozurgeti@gmail.com ან საპროექტო იდეა შეგიძლიათ წერილობით წარადგინოთ უშუალოდ თქვენს სოფელში კონკურსის ჩატარების დღეს;
  • საპროექტო იდეების განხილვა და გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება საკონკურსო ჟიურის მიერ საჯაროდ, ღია კონკურსის გზით, უშუალოდ კონკურსის სამიზნე სოფელში გამართულ შეხვედრაზე;
  • კონკურსი ჩატარდება 25 ნოემბრის შემდეგ, სამიზნე სოფლებში ცალ-ცალკე – მათი ჩატარების ადგილის, თარიღის და დროს შესახებ დამატებით გამოქვეყნდება ინფორმაცია, ასევე დაზუსტება შეგიძლიათ თემის ფასილიტატორებთან ან/და კონკურსის კოორდინატორთან;
  • საკონკურსო ჟიურის შემადგენლობაში შედის 5 წევრი, აქედან 2 წევრის არჩევა მოხდება თავად სოფლის წარმომადგენლების მიერ, კონკურსის ჩატარების დღეს.

 

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით, ჩვენი საკონტაქტო მონაცემები:

 

  • კონკურსის კოორდინატორი: ლევან მჟავანაძე – 599 924284; 577 724284; ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – პროგრესის სახლი – ოზურგეთი, 26 მაისის ქუჩა #11ა

 

  • ლიხაურის თემი: მაია გოგორიკიძე – 577955286
  • მაკვანეთის თემი: რეზო ჭეიშვილი -598216515
  • შემოქმედის თემი: ნინო სადრაძე -577941183

 

  • ცხემლისხიდის თემი:სევერიან საჯაია- 595497717
  • ვაკიჯვრის თემი: ჯიმშერ მდინარაძე – 555724088
  • მთისპირის თემი: მაია ჩავლეშვილი – 598252205

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share