იმ კადრების გავრცელება, რომლებიც ღირსებისა და პატივის შემლახველია, კატეგორიულად მიუღებელია – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტის საგანგებო ბრიფინგი – სალომე ზურაბიშვილი მესამე პრეზიდენტის მიმართ, არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრების გავრცელებას ეხმაურება.

იგი აღნიშნავს, რომ ასეთი კადრების გავრცელება მისთვის მიუღებელია:

“დაცულ უნდა იყოს ყოფილ პრეზიდენტის ღირსება, მისივე ქცევის მიუხედავად, რამეთუ ყოფილი პრეზიდენტი მაინც დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და ამ სტატუსს უნდა ეცეს პატივი, ამდენად, იმ კადრების გავრცელება, რომლებიც პატივის და ღირსებისშემლახველია, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია” აცხადებს სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share