საქართველოში კორონავირუსის 4 446 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 77 ადამიანი, 5 320 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 50 026 კვლევა, აქედან 31 072 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 18 954 PCR-ით. 17 ნოემბერს აიცრა 7 307 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 8,89%-ია, ბოლო 14 დღის – 9,63%-ია, 7 დღის – 9,05%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი – 1 646 შემთხვევა;
- აჭარა – 190;
- იმერეთი – 819;
- ქვემო ქართლი – 258;
- შიდა ქართლი – 422;
- გურია – 117;
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 387;
- კახეთი – 315;
- მცხეთა-მთიანეთი – 90;
- სამცხე-ჯავახეთი – 144;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 58.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 51 662 აქტიური შემთხვევაა. 6 505 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 541, აჭარაში – 567, იმერეთში – 1 358. მძიმე პაციენტია 1 637 პირი, მათ შორის, თბილისში – 630, აჭარაში – 128, იმერეთში – 498. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 383 პირი, მათგან თბილისში – 222, აჭარაში – 38, იმერეთში – 34.
1 170 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 777 – თბილისში, 227 – აჭარაში. 43 987 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი. თვითიზოლაციაში იმყოფება 45 081 ადამიანი.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 800 293 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 737 316 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 11 289 კი გარდაიცვალა.