სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა ამ წუთებში გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ციხის ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის მანქანები შევიდნენ.
ცოტა ხნის წინ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გლდანის ციხეში გონება დაკარგა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ისაუბრა.