ფერების საინტერესო კომბინაციით გამოირჩევა კემბრიჯის ჰერცოგის და ჰერცოგინიას, ასევე მათი შთამომავლების სამოსი. მიუხედავად იმისა თუ სად იმყოფებიან, სამეფო ნიშნობაზე, თუ დედოფლის გვერდით, ბუკინგემის სასახლის აივანზე, სულაც, შინ, როცა სტუმრებს უმასპინძლდებიან, მათი სამოსი ერთ ტონშია გადაწყვეტილი. სამეფო ოჯახის წევრების ჩაცმულობა ხშირად ავსებს ერთმანეთს. სამეფო ოჯახი არ მიმართავს ბრენდის შესატყვის ემბლემებს, სასსიამოვნო გამონაკლისების გარდა.
ცისფერი ოჯახის ნამდვილი ფავორიტი ტონია. შარლოტას ყვავილებიანი კაბები სრულყოფილად ავსებს ჯორჯისა და ლუის ტანსაცმელს. მამა უპირატესობას საზღვაო სტილის კოსტიუმს ანიჭებს. 2018 წელს არა ერთ ქორწილში ქეითმა Alexander McQueen-ის კოსტიუმი აირჩია, რომლებიც ერწყმოდა მისი ქალიშვილის ყვავილებიან კაბას.
შეგიძლიათ უფრო ახლოს გაიცნოთ სამეფო ოჯახის წევრების, კემბრიჯის ჰერცოგისა და ჰერცგინიას სამოსის სასიამოვნო ფერთა გამა და კოსტიუმები, რომელიც მათ სტატუს და ელეგანტურობას ხაზს უსვამს.