სენატორები სააკაშვილზე: მივესალმებით მის გადაყვანას, მთავრობას მოვუწოდებთ მასზე ზრუნვას

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი ტვიტერზე წერს, რომ ის მიესალმება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას, მისი შიმშილობის დასასრულს.

 

 

სენატორი ჯინ შაჰინი ავრცელებს საკუთარ და ასევე, სენატორი ჯიმ რიშის, სენატორი რონ ჯონსონის და სენატორი ბენ კარდინის განცხადებას, რომლითაც ისინი საქართველოს მთავრობას დაჟინებით მოუწოდებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა იყოს დაცული და მან მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

„ჩვენ კვალდაკვალ მივუყვებოდით მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ სიტუაციას და მის მკურნალობას, რაც საქართველოს მეგობრებს აშშ–ის სენატში აღელვებთ. თუმცა, ჩვენ გავეცით გაფრთხილება, რომ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება დაემტებოდა საქართველოს ისედაც პოლარიზებულ პოლიტიკურ სიტუაციას, ბატონი მიხიელ სააკაშვილი, როგორც ყველა გასამართლების მომლოდინე ციხეში მყოფი ადამიანი, იმსახურებს სამართლიან და თანასწორ მოპყრობას, საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ჩვენ გვაღელვებს, რომ ახლა იქ ასე არ ხდება. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ დარწმუნდეს დამოუკიდებელი ექიმების რჩევა დაუყონებლივ იქნეს გათვალისწინებული, რომ ბატონმა სააკაშვილმა მიიღოს ის სამედიცინო დახმარება, რაც მას სჭირდება. ჩვენ ვუყურებთ სასამართლო პროცესს ახლოდან და ხაზს ვუსვამთ მნიშვნელობას იმაში დარწმუნებისა, რომ პროცესი სამართლიანი გამჭირვალე და პირადი დასწრებით შედგეს. უფლება სამართლიანი და დაჩქარებული პროცესისა ნებისმიერი დემოკრატიის ხარისხის მაჩვენებელია და ეს შემთხვევა არ არის გამონაკლისი.

ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას რომ პრიორიტეტული გახადოს მიხეილ სააკაშვილის სიტუაციის სერიოზულობა და მხედველობაში იქონიოს მისი გავლენა საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობაზე. ახლა დროა პოლიტიკური განსხვავებების გადადებისა, ქართველი ხალხის სარგებლისთვის. რადგან სიტუაცია დღითიდღე საზარელი ხდება, ასევე იზრდება რისკი შეცდომისა, რამაც შედეგად შესაძლოა გამოიწვიოს სააკაშვილის სერიოზული დაზიანება ან უარესი. მსგავს ტრაგედიას ექნება განგრძობითი უარყოფითი გავლენა საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებზე. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, რომ ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესის თანახმად იმოქმედონ“ – ნათქვამია სენატორების განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილი გორში, მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ის დათანხმდა იუსტიციის სამინისტროდან შიმშილობის 50–ე დღეს მიღებულ შეთავაზებას სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share