კიდევ 70 გარდაცვლილი და 4 318 ახალი შემთხვევა – 20 ნოემბრის კოვიდსტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 4 318 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 70 ადამიანი, 2 457 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 52 962 კვლევა, აქედან 32 513 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 20 449 ​PCR-ით. 19 ნოემბერს აიცრა 7 293 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 8,15%-ია, ბოლო 14 დღის – 9,39%-ია, 7 დღის – 9%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი – 2 574 შემთხვევა;
  • აჭარა – 793;
  • იმერეთი – 1 221;
  • ქვემო ქართლი – 562;
  • შიდა ქართლი – 225;
  • გურია – 311;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 765;
  • კახეთი – 451;
  • მცხეთა-მთიანეთი – 129;
  • სამცხე-ჯავახეთი – 231;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 31.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 808 889 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 743 927 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 11 422 კი გარდაიცვალა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share