– ღარიბაშვილი ჩემთვის არ იყო ავტორიტეტი…
– ანუ მდივანივით გყავდათ?
– რაც გინდათ ის დაარქვი, რომელი სახელითაც გინდათ, მოიხსენიეთ -ამბობს ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე, ბერმუდის სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში.
ირაკლი ღარიბაშვილის მსგავს შეფასებაში ვერაფერს გასაკვირს ვერ ხედავენ “ოცნების” ყოფილი წევრები. როგორც ანა მიროტაძე ამბობს, ბიძინა ივანიშვილი ადამიანებს მხოლოდ პირადი გამორჩენის და გამოყენების კუთხით უყურებს და ეს მისი ბუნებრივი ჩვევაა.
იმ დროს, როცა ღარიბაშვილი ივანიშვილისთვის თურმე არაფერს წარმოადგენს, თავად პრემიერ მინისტრი როგორც ბატონის მსახური, ლამის მის ყველა გამოსვლას “მადლობა ბატონ ბიძინა”-თი იწყებს და ასრულებს.