Top 10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში მეორადი ტანსაცმელი შემოდის

მეორადი ტანსაცმლის იმპორტმა პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში, ქვეყანაში 20,199 მლნ აშშ დოლარის (7,908 ტონა) second-hand შემოვიდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში – 15,539 მლნ აშშ დოლარის (5,675 ტონა), ხოლო 2019 წლის 10 თვეში – 18,387 მლნ აშშ დოლარის (6,073 ტონა). „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, იმ ქვეყნების ჩამონათვალით, საიდანაც მიმდინარე წელს მეორეული ტანსაცმლის იმპორტი განხორციელდა.

ტოპ -10 ქვეყანა: თურქეთი – 3 020 ტონა (7,114 მლნ აშშ დოლარი) გაერთიანებული სამეფო – 636.2 ტონა (1,572 მლნ აშშ დოლარი) პოლონეთი – 523.1 ტონა (1,020 მლნ აშშ დოლარი) პაკისტანი – 445.7 ტონა (535.2 ათასი აშშ დოლარი) ბელგია – 437.1 ტონა (881.4 ათასი აშშ დოლარი) გერმანია – 427.1 ტონა (1,126 მლნ აშშ დოლარი) ესპანეთი – 404.4 ტონა (1,233 მლნ აშშ დოლარი) არაბთა გაერთიანებული საამიროები – 369.5 ტონა (785.4 ათასი აშშ დოლარი) აშშ – 311.2 ტონა (2,419 მლნ აშშ დოლარი) ნიდერლანდი – 266.4 ტონა (865.6 ათასი აშშ დოლარი)

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share