საქართველოდან 63.1 მლნ აშშ დოლარის თხილის ექსპორტი განხორციელდა

მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 21 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 13.8 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 63.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 3.6 ათასი ტონით (34%), ხოლო ღირებულება – 6.8 მლნ აშშ დოლარით (12%) გაიზარდა.

„ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება – იტალიაში (5,808 ტონა), გერმანიაში (2,420 ტონა), ესპანეთში (424 ტონა), ჩეხეთში (401 ტონა), პოლონეთში (337 ტონა), ლიეტუვაში (262 ტონა), საფრანგეთში (224 ტონა), ბულგარეთში (110 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), ესტონეთში (60 ტონა), საბერძნეთში (49 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა), უნგრეთი (22 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის: სომხეთში (828 ტონა), ჩინეთში (755 ტონა), უკრაინაში (256 ტონა), რუსეთში ( 274 ტონა), ალჟირში (193 ტონა), ბელარუსში (186 ტონა), საუდის ერაყში (168 ტონა), არაბეთში (158 ტონა), შვეიცარიაში (151 ტონა), მექსიკაში (120 ტონა), აზერბაიჯანში (82 ტონა), არგენტინაში (77 ტონა), კანადაში (75 ტონა), არაბთა გაერთიანებულ ემირატებში (59 ტონა), ყაზახეთში (45 ტონა), უზბეკეთში (44 ტონა), გაერთიანებულ სამეფოში (22 ტონა), თურქეთში (22), ყირგიზეთში (22 ტონა), ტუნისში (15 ტონა), იორდანიაში (14 ტონა)“,- აღნიშნავენ უწყებაში.

bpn.ge

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share