შეწყვიტეთ ჟურნალისტთა დისკრიმინაცია – „მედიის ადვოკატირებისთვის“ კულტურის სამინისტროს

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ კულტურის ამინისტროს მოუწოდებს სშეწყვიტოს ჟურნალისტთა დისკრიმინაცია.

ორგანიზაცია საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დაგეგმილ ბრიფინგზე ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლების არშეშვების ფაქტს სპეციალური განცხადებით ეხმაურება.

კოალიციისთვის ცნობილია, გახდა ასევე ის რომ ბრიფინგის ანონსი არ მიუღიათ ზოგიერთ ონლაინ მედიასაშუალებასაც.

”TV პირველის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით [1] ტელევიზიის წარმომადგენლები შეხვედრის დასასრულს დაუშვეს, თუმცა მათ არ მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის,  გლდანის ციხეში გადაყვანის შესახებ. 

მიგვაჩნია, რომ მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა ლახავს მედიის წარმომადგენლების უფლებას შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მნიშვნელოვან საკითხებზე. ამასთან, საზოგადოებას ეზღუდება შესაძლებლობა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით თვალი ადევნოს მიმდინარე პროცესებს.  

მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეწყვიტოს მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და ყველა ჟურნალისტს მიეცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა”- წერია განცხადებაში. 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share