გოგა ხაჩიძე ბიძინა ივანიშვილის ჩვენებას ეხმაურება, რომელიც ოლიგარქმა ბერმუდის სასამართლოს მისცა.
“ალბათ ბერასაც იგივე უთხრა ბიძინამ, იმას რაც გინდა ის დაარქვიო და მაგიტომ ეძახდა ხან ანტუნის და ხან ტრი-ტრის” – დაწერა ხაჩიძემ.
ცნობისთვის: ფორმულას მიერ გავრცელებული ვიდეოს თანახმად, ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ბერმუდის სასამართლოში ჩვენებას დისტანციურად აძლევდა, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე ამბობს, რომ ის მისთვის ავტორიტეტს არ წარმოადგენდა.
ივანიშვილმა თქვა,რომ ღარიბაშვილს არც იურიდიული და, მით უმეტეს, არც ფინანსური განათლება ჰქონდა.
“ერთ პატარა რემარკას გავაკეთებ ღარიბაშვილთან დაკავშირებით… ღარიბაშვილი არ იყო ჩემთვის ავტორიტეტი, ღარიბაშვილი არ იყო ფინანსისტი. თუ კრედიტ სუისი მიმანიშნებდა, რომ ხელი უნდა მომეწერა და ეს ჩემთვის კეთდებოდა, იმას როგორ გადაამოწმებდა ღარიბაშვილი”, – აცხადებს ივანიშვილი.
მისი თქმით, იმ პერიოდში ღარიბაშვილის ვალდებულება დელეგაციისთვის დროის შეთანხმება, ფულის გადარიცხვა, ზარების განხორციელება, შეხვედრის ორგანიზება და მსგავსი საკითხები იყო.
“თვეში ერთხელ გაეგო, ანგარიშზე რა თანხებია დარჩენილი და ა.შ.”,- თქვა ივანიშვილმა.
ამის შემდეგ მას ეკითხებიან: აანუ მდივანივით გყავდათ ღარიბაშვილი? რაზეც ის პასუხობს: “რაც გინდათ, ის დაარქვით, თქვენ რომელი სახელითაც გინდათ, იმით მოიხსენიეთ”.
შემდგომ ივანიშილი ამბობს: “ღარიბაშვილს არ ჰქონდა არც იურიდიული ამის განათლება და, მით უმეტეს, არც ფინანსური”.