დავით ჭიჭინაძე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სოციალურ პოლიტიკას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდის მმართველობის პირობებში, ქვეყანაში უმუშევრობა და უცოეთში წასული მოქალაქეების რიცხვი გაიზრდა. „ტრიბუნას“ ლიდერი პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნის შესახებ, აბსურდს უწოდებს.
“ოცნების” ხელისუფლებამ თავისი უგუნური პოლიტიკით, მარტო ბოლო ორ წელიწადში, 400 ათასამდე სოციალურად დაუცველი 620 ათასამდე გაზარდა;
100 ათასზე მეტმა შრომისუნარიანმა ადამიანმა ქვეყანა დატოვა;
რაც ნიშნავს იმას, რომ სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად, 300 ათასი ადამიანი უმუშევარი დატოვეს და შემოსავალი წაართვეს.
და ახლა კიდე თუ იმას აპირებენ, რომ ბიუჯეტიდან უნდა აიღონ სოციალურად დაუცველების ფული და ხელფასში მისცენ, ეს ყველაზე დიდი უგუნურება იქნება, რაც კი გაუკეთებიათ.
მოკლედ, ერთადერთი ოპზიციის საწინააღმდეგო მიტინგებზე თუ დააყენებენ ადამიანებს და ფულს გადაუხდიან, თორემ დღეს ღარიბაშვილის განცხადება 200 ათასი ადამიანის დასაქმების თაობაზე გამორიცხულია და აბსურდი“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე