სოციალური ქსელის მომხმარებელი, ემიგრანტი ნინუკა ბორჩხაძე სოციალურ ქსელში პსტს აქვეყნებს:
“ამაყი ქართველი ხალხის დიალოგი
საქართველოს მთავრობასთან
უკაცრავად, ბოდიში, რომ გაწუხებთ, – ამ ახალი ლოქდაუნის პირობებში ხალხმა რა ჭამოს?
-მაგალითად, ბებიამისის?
– ბებიამისის?… ჰმ.. ოკ.
-და… ბანკებიდან გამოტანილი კრედიტები როგორ გადაიხადოს?
-ნუ გადაიხდის. სახლ-კარს დაკარგავს, სხვა რამეს ხომ არა??? პრობლემაა რამე?
-აა, არა… არა. ოკ.
-პენსიონერმა, რისკ-ჯგუფის წარმომადგენელმა, სხვა ქრონიკული და მძიმე დაავადების მქონემ, ვისაც ხშირად სამედიცინო და სხვა სახის დახმარება სჭირდება, რა ქნას?
-რავი, მოკვდეს. ადამიანი მოკვდავი არსებაა არაა?..
-მოკვდავია, ცხადია..
და.. საერთაშორისო დახმარებები, სესხები რომ აიღეთ ამ კრიზისის სამართავად, სადაა? შეჭამეთ?
– რა თქმა უნდა. რამე პრეტენზიებია?
– პრეტენზიები?! უი, არა… არა, რას ამბობთ?!
– ბოდიში, ვისი დედა@@@@@ნთ?
-თქვენი.
-აა… ჩვენი?… ოკ. რა თქმა უნდა. ცხადია, კი. ჩვენი, ჩვენი. გმადლობთ. დიდი მადლობა. უი ხო, დაგვავიწყდა, -ერთ ჭიტლაყს კიდევ ხომ არ ამოგვცხებდით?.. ყოველი შემთხვევისთვის, მაინც რაღაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გვაქვს…
-ჭიტლაყი რა უბედურებაა?
-ისეთი არაფერი… იყოს.
-რა არაფერი, თქვენ შიგ ხო არ გაქვთ?!. თუ არაფერი, რას გვეკითხებით??? აბა დავაი ეხლა სახლშეეე დროზეეე!..
-კი, კი, მივდივართ. გმადლობთ. ნახვამდის. გვიყვარხაააართ, პაკააა”- წერს ბორჩხაძე.