საქართველოს მთავრობა პურის ფასს დაასუბსიდირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება. ამის შესახებ „პრაიმტაიმნიუსთან“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავა განაცხადა.
„დღევანდელ დღემდე გარდამავალი მარაგებით მოვედით, საქართველოს მთავრობა საქმის კურსშია. სავარაუდოდ რამოდენიმე პერიოდის განმავლობაში ამუშავდება სუბსიდირების მექანიზმი, რომელიც დააბალანსებს ფასებს ფქვილზე და შესაბამისად პურზე. ამიტომ შემიძლია გითხრათ, რომ პურის ფასი არ გაიზრდება.
მსოფლიო ბაზარზე იზრდება ხორბლის ფასი, შესაბამისად არ გვაქვს ინსტრუმენტი ჩავერიოთ მსოფლიო ბაზრის ტენდენციებზე, იმიტომ რომ არ ვართ ხორბლის დიდი მწარმოებლები, ამიტომ ეს ფაქტორიც მოქმედებს ჩვენზეც.დღეს ვუახლოვდებით იმ ზღვარს, რომ პურის ფასის შენარჩუნების მიზნით მთავრობა სავარაუდოდ სუბსიდირებით ჩაერევა ან ფქვილში ან პურში, ორივე შემთხვევაში პურზე ფასი არ შეიცვლება“, – ამბობს ლევან სილაგავა.