“მე მინდა დავიწყო იმით, თუ რატომ ვარ ამ დარბაზში და რატომ ვარ დღეს საქართველოში” – მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში მიმდინარე პროცესზე განცხადება გააკეთა. ჩამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა და მოსახლეობას მიმართა
“მე მინდა დავიწყო იმით, თუ რატომ ვარ ამ დარბაზში და რატომ ვარ დღეს საქართველოში. აქ ვარ იმიტომ, რომ თქვენ იცით, რომ მე ვარ ევროპის ყველაზე დიდი ქვეყნაში, იმ საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე, რომელიც ყოველთვე იკრიბება, ახლა უკვე ორი თვეა არ შეკრებილა გასაგები მიზეზების გამო, რომელსაც ესწრებიან უკრაინის პრეზიდენტი, რომელშიც შედის უკრაინის პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი, სპიკერი პარლამენტის, ყველა მინისტრი, გენერალური პროკურორი და რომელიც დაკავებულია იმით, რომ ამზადებს უკრაინის პარლამენტისთვის აუცილებელ რეფორმებს.
ჩემი ჩაწოდებით და ჩემი მომზადებული რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი კანონი მიიღო ვერხოვნაია რადამ, ეს არის მიწის საკუთრების შესახებ კანონთა მთელი კრებული, სამშენებლო ნებართვების შესახებ, რომელიც არ აწყენდა არც საქართველოს, იმიტომ რომ აქ ძალიან დიდი კორუფციაა ამ სფეროში, ელექტროენერგიის შესახებ და ახლა წასვლის წინ დავუტოვე სწორედ უკრაინის ეკონომიკის თავისუფლების აქტი, რომელიც საქართველოში მქონდა და გაუუქმა ამ მთავრობამ, ასევე, დავუტოვე უკრაინის ჯანდაცვის რეფორმების ფუნდამენტური პაკეტი. მე უკრაინაში მეკავა ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, უფრო მეტიც, მაგალითად იპსოსის გამოკითხვით ვიყავი, ხალს, როცა ეკითხებოდნენ, მთავარი, პირველ ადგილზე ვის ხილვას ისურვებდნენ უკრაინის პრემიერმინისტრად, და უფრო მეტიც, ორჯერ მაქვს ნათქვამი უარი უკრაინის პრემიერმინისტრობაზე პრეზიდენტ პოროშენკოს დროს, მინიმუმ ორჯერ.
რაც შეეხება მატერიალურ მხარეს, არასდროს არ ვყოფილვარ ასე კარგად, როგორც უკრაინაში. სახლიც მქონდა კარიც მაქვს, მაღალი ხელფასიც, პატივისცემაც, მთელ მსოფლიოში ვკითხულობდი ლექციებს, მაგალითად ამას წინად მექსიკაში ყველაზე ფეშენებელურ კურორტზე 600 მილიონერ და მილიარდერს წავუკითხე ლექცია საგადასახადო კოდექსზე, და რა თქმა უნდა, ყველა ამ ლექციებში მიხდიდნენ ბევრ ფულს.
ამგვარად მე ყველაფერი გვერდზე გავწიე, უარი ვთქვი დროებით ყოველ შემთხვევაში და ჩამოვედი საქართველოში სადაც ზუსტად ვიცოდი, რომ ჯერ ერთი შეძლებოდა გზაში მოვეკალი, ჩამოსვლისას მოვეკალი, როგორც ეს უქნეს ზვიად გამსახურდიას, ან დილეგში ჩავესვი, საიდანაც ჩემი ცოცხლად გამოსვლის შანსი, როგორც ყველა დავრწმუნდით ამას წინათ, არის მინიმალური. ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანი იტყვის ამ ყველაფერზე, რომ მე არ ვარ საღ ჭკუაზე, რა უნდა აიძულოს ადამიანი, რომ ყველა ზემოთ ხსენებულზე, ყველაფერი, ფუფუნება, პატივისცემა, თანამდებობა, ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში გადოს გვერდზე და გადაეშვას მორევში, საიდანაც თავის დაძვრენის შანსი არის პრაქტიკულად ძალიან დაბალი”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
ამის შემდეგ მან უკრაინის მოქალაქეებს სასამართლო დარბაზიდან უკრაინულად მიმართა.