გარკვეულმა ნაწილმა მიიღო სააკაშვილის ბოდიში, თუმცა დიდი ნაწილი რჩება იმავე აზრზე, რა აზრზეც იყო ამ გამოსვლამდე, – ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ერთი განცხადებით, რა თქმა უნდა, საკუთარი თავის რეაბილიტაციას ვერ მოახდენს და ახლა მთავარია, რამდენად აქვს მას ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმის მზაობა.
“ვფიქრობ, სააკაშვილის ბოდიში იყო მთავარი ძარღვი თუ მთავარი სათქმელი, რომლის მიტანასაც ამომრჩევლამდე, საქართველოს მოსახლეობამდე ცდილობდა – საქართველოს მოსახლეობასთან მისატანი მთავარი “მესიჯი“, რომელსაც ელოდა შუაშისტი თუ ნეიტრალური, თუნდაც “ოცნების” ფრთაზე დარჩენილი რაციონალური ამომრჩეველი. ეს იყო ალბათ, მთავარი მესიჯი, რომელსაც ერთი მხრივ ელოდა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი და მეორე მხრივ ერთ-ერთი მთავარი, რაც უნდა გაეგო ამ გამოსვლიდან მსმენელს.
იმისი ილუზია, რომ ამ ერთი გამოსვლით სააკაშვილი მოახერხებდა იმას, რომ საკუთარი მომხრეებისთვისაც გასაგები და მისაღები ყოფილიყო და ამავდროულად სრულად მოეხდინა საკუთარი თავის რეაბილიტაცია მოსახლეობის იმ ნაწილის თვალში, რომელიც 9 წლის მანძილზე, მისი ხელისუფლებაში ყოფნისა და მის შემდეგაც მისი ხელისუფლების მეთოდების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ამის ილუზია არც არავის ჰქონდა. მთავარია, რამდენად აქვს მზაობა, რომ ამ მიმართულებით გააგრძელოს ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
კვირის პალიტრა