ბედნიერი სახლი
1. არეულობა
ოჯახური დღეობები, ხმაური, ბავშვების ჟრიამული, შინაური ცხოველები სახლში ქაოსს ქმნის. ამ ყველაფრის შემდეგ აუცილებელია სახლის დალაგება. თუმცა არ შეიძლება ამან ადამიანი გაანაწყენოს, ეს ხომ ბედნიერების ნაწილია. არეული სახლი მხოლოდ დროებითი მოვლენაა, რომელსაც აუცილებლად ეშველება, დადებითი ემოციები კი
ადამიანის ცხოვრებას ალამაზებს.
2. სამახსოვრო ნივთები
სამახსოვრო ნივთებს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ეს შეიძლება იყოს ჭურჭელი, ფოტოები, რელიქვიები, რომელიც ადამიანში სასიამოვნო და დადებით ემოციებს იწვევს. სასიამოვნო ემოციები კი ადამიანს აბედნიერებს. ამიტომ სახლში, რომელშიც არის ასეთი ნივთები, ბედნიერი ადამიანები ცხოვრობენ.
3. გატაცების საგნები
ნებისმიერი ჰობი აბედნიერებს ადამიანს. თუ ადამინს სახლში აქვს ის ნივთები, რომლის გამოყენებაც სიამოვნებას ანიჭებს, რა თქმა უნდა, ის ადამიანი თავს ბედნიერად იგრძნობს.
4. ოთახის მცენარეები
მცენარეები არის ჟანგბადი, სილამაზე და ფერები. რაც მეტი მცენარეა სახლში, მით მეტი სიმყუდროვე, სილამაზე და ბედნიერებაა. მცნარეებზე ზრუნვა ადამიანებს აბედნიერებთ.
5. ცოტა ფუფუნება
ცოტა ფუფუნება ყველა ადამიანს ჭირდება. ფუფუნების ნივთები ყოვედღიურად უნდა გამოიყენოთ და არა ხანდახან. სწორედ წვრილმანებშია ბედნიერება.