ტოლსტოი ძალიან დაინტერესებული იყო გურიაში 1905 წელს განვითარებული მოვლენებით. იგი თითქმის ყოველდღიურად აკეთებდა თავის დღიუში ჩანაწერებს გურიასთან დაკავშირებით და ამასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი მასალაა დაცული მის სახლმუეუმში. არსებობს ტოლსტოის წერილი გურულებისადმი, ასევე არსებობს გურული სახალხო მასწავლებლების წერილი ტოლსტოისადმი.
იმ პერიოდში, როგორც ქართულ ისე რუსულ პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტოლსტოი აპირებდა წიგნის დაწერას გურულების შესახებ, რაც სრულიად რეალური გალხდათ თუ კი მის ჩანაწერებსა და პუბლიკაციებს გაეცნობით. ტოლსტოი თავად წერდა, რომ მას დიდი სურვილი ჰქონდა დაეწერა გურიის აჯანყებაზე, მაგრამ დარდობდა იმაზე ეყოფოდა თუ არა ძალები ამისათვის.
მოკლედ ტოლსტოის გურულებისადმი დამოკიდებულება იქამდე მისულა, რომ თურმე ბათუმის ჟანდარმერია ტოლსტოის გურიის აჯანყების ერთერთ სულისჩამდგმელად და ორგანიზატორადაც თვლიდა.
გთავაზობთ ფრაგმენტს რუსულ ენაზე ტოლსტოის ერთ-ერთი ჩანაწერიდან
“Важные дела гурийцы решают общим согласием на народных сходках, на которых бывает до 5.000 человек.
Женщины ходят на сходку и участвуют в общем деле так же, как мужчины. Теперь гурийцы говорят, что жениться следует по любви, а не из-за денег, и тем, которые получили раньше приданое за женой, было предложено возвратить его родителям. 23 человека так и сделали. Но им было сказано: если родители сами от себя дадут приданое дочери, тогда она пусть возьмет.
Детей хотят воспитывать так, чтобы у них было отвращение к убийству.
Воров своих гурийцы судят сами. Воры должны овободить с украденной вещью или скотиной всю деревню и признаваться, что они украли, и возвратить украденое.,,
–
(Маковицкий Д. П. “Яснополянские записки”. Вып. 2, стр. 12 – 13.)
-ნახატი – გაზეთ “კავკასკი კრაი” 1905 წელი
მოამზადა კახა ჩავლეიშვილმა.