“მაქვს მოლოდინი, რომ იქნება საინტერესო ჩემი შვილის გამოსვლა”-გიული ალასანია

„ადამიანი, რომელსაც დღე და ღამე არ ეძინა და რაღაც სასწაულებს აკეთებდა, მაცვიფრებდა თუ როგორ შეიძლებოდა იმ არაფრისგან, ჭაობში მყოფი ქვეყნისგან ასეთი ცნობილი ქვეყნის შექმნა“, – ამის შესახებ დღეს, 3 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან  საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

მისივე თქმით,  სასამართლოს სამართლიანობის იმედი არ აქვს, თუმცა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი გამოსვლა საინტერესო იქნება.

„მოლოდინი, დიდი ილუზია, როცა საქმე გვაქვს ამ უსამართლო სასამართლოსთან, არა მაქვს მართალი გითხრათ, მაგრამ მაქვს მოლოდინი, რომ იქნება საინტერესო ჩემი შვილის გამოსვლა. ყველაფერზე გაამახვილებს ყურადღებას ალბათ, რაც ეხება ამ კომიკურ საქმეს.

 

ადამიანი, რომელსაც დღე და ღამე არ ეძინა და რაღაც სასწაულებს აკეთებდა, მაცვიფრებდა თუ როგორ შეიძლებოდა იმ არაფრისგან, ჭაობში მყოფი ქვეყნისგან ასეთი ცნობილი ქვეყნის შექმნა, რომელზედაც მთელი მსოფლიო ალაპარაკდა და საბოლოოდ მივიღეთ აი ეს“, – განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, დღეს, 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს ე.წ პიჯაკების საქმეს, რაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხების გაფლანგვის ბრალდებებს ეხება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share