“ბევრი გვილაპარაკია ამ საქმეზე, ძალიან აბსურდული კი არა, წარმოუდგენელი პოლიტიკური შურისძიების მაგალითია, კარგად ვიცნობ ამ საქმეს, მაგრამ, გავიხსენოთ ფარცხალაძის მიერ მოპარული მილიარდი ლარი, გვახსოვს ასევე კახა კალაძის მიერ 80 მილიონით ნაზარალები ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი და მთელი ეს კორუფციული სქემები.
მიხეილ სააკაშვილს ედავებიან 9 მილიონს, ტაილანდში მოგზაურობას, რომელიც არაღიარების პოლიტიკას უკავშირდებოდა, გვირგვინებს, პიჯაკებს, ეს წარმოუდგენელია. ამიტომ, თუ თვალს გადავავლებთ მთელ იმ პროცესებს, რომლებიც 9 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, დავინახავთ, რომ ეს საქმეც, როგორც ყველა სხვა საქმე, კლასიკური პოლიტიკური დევნის მაგალითია”.
ამბობს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ე.წ პიჯაკების საქმეზე პროცესი აქვს. ეს იქნება პროცესი, სადაც სააკაშვილი სიტყვით მეორედ წარსდგება.