”მე, ლუკა კურტანიძე ნაციონალურ მოძრაობასთან დავჯდები მაშინ, როცა მე მექნება მათთან კითხვები და მათ უნდა გასცენ პასუხი მთელს საზოგადოებას. სანამ პასუხს არ მიიღებენ, მანამდე ვიქნები მათი დაუძინებელი მტერი. მიხეილ სააკაშვილს არ ექნება მარტო 7 ნოემბერზე გასაცემი პასუხი, მას მოეთხოვება 26 მაისზეც და დანარჩენზეც პასუხი. სანამ ეს პასუხები არ იქნება გაცემული და ის არ მიიღებს სასჯელს, მანამდე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც ხმამაღლა ვიტყვი, რომ სამართლიანობა არ აღმდგარა. მიუხედავად იმისა, რომ ვარ მხარდამჭერი იმ იდეის, რასაც ბიძინა ივანიშვილმა ჩაუყარა საფუძველი და ბოლომდე ვიქნები, იმიტომ, რომ მისი სადარი ადამიანი, ჯერ არ დაბადებულა ამ ქვეყანაზე იმ ქველმოქმედებით, რაც მან გააკეთა.”
ამის შესახებ მსოფლიო ჩემპიონმა ლუკა კურტანიძემ ჯორჯიან თაიმსის ეთერში განაცხადა.