“არ ვართ ვალდებულები, დასავლელი პარტნიორების ასი მოსაზრებიდან ასივეს დავეთანხმოთ“, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი მამუკა მდინარაძე TV პალიტრას ეთერში საუბრობს. ამით ის აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც “მხოლოდ ერთი აზრის დომინირება უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს ქმნის”.
“მე მინდა დავაფიქსირო ნებისმიერი აზრის მიმართ პატივისცემა, განსაკუთრებით თუ ეს აზრი, თუნდაც კრიტიკა, თუნდაც მწვავე კრიტიკა, რიგ შემთხვევებში მომდინარეობს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, მაგრამ ჩვენ არ ვართ ვალდებულები, რომ ასი მოსაზრებიდან ასივეს დავეთანხმოთ” – ამბობს მდინარაძე.