შემოქმედის გულანის ერთერთი ჩანაწერის მიხედვით ქორონიკონსა 394 (1706 წელი) აბხაზები და მეგრელები თავს დასხმიან ჩოჩხათს, მაგრამ თავდამსხმელები მაქსიმე შერვაშიძე ჯუმათელს დაუმარცხებია და განუდევნია გურიიდან.
გულანის მინაწერში საუბარია ერკეთის წინამძღვარისა და ჯუმათის ეპისკოპოს მაქსიმე III შარვაშიძეზე
–
შემოქმედის გულანი დაწერილი იყო 1004 სქელ ფურცელზე იგი იწონიდა ორ ფუთს. გულანი მოიცავს ფერადი საღებავებით შესრულებულ წმინდანთა ხატებს. გულანში არსებული მინაწერები მოიცავს მე-16 მე-18 საუკუნის ამბებს.
– ასლი შემოქმედის გულანიდან