”ვინაიდან საქართველოში არ არის დაფიქსირებული ახალი შტამი, მე არ მგონია, სწორი იყოს [დაწესებულებების ნუსხის გაზრდაზე] გადაწყვეტილების [მომდევნო] სამშაბათს მიღება. არაა შემთხვევითი იმ დაწესებულებების ნუსხა, სადაც კოვიდ საშვი მოქმედებს. მნიშვნელოვანია, რომ ეტაპობრივად დავაკვირდეთ კოვიდ საშვის მოქმედების მექანიზმს, აღსრულების მექანიზმი გავაკონტროლოთ და ეტაპობრივად გადავიტანოთ სხვა სექტორებზე. […]
თუ ახალი შტამი დაფიქსირდება, მნიშვნელოვნად გამკაცრდება კონტროლი და რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. ”
თქვა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.