დღეს, ოზურგეთის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმრთება

დღეს , 12 საათზე ოზურგეთში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება.

45 მანდატიანი ოზურგეთის საკრებულო 15 მაჟორიტარი და 30 პროპორცული სიით არჩეული დეპუტატისგან დაკომპლექტდა.

1 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის შედეგად, 11 მანდატი  “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მოიპოვა, 4  “გახარია საქართველოსთვის” პარტიამ და  დანარჩენი 30  “ქართულმა ოცნებამ”.

აქედან გამომდინარე, ოზურგეთის ახალ არჩეულ საკრებულოში უმრავლესობა  მმართველმა პარტიამ –  “ქართულმა ოცნებამ” შეინარჩუნა.

გავრცელებული ინფორმაციით , საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კვლავ დავით დარჩია იქნება და დიდი ალბათობით, აირჩევენ კიდეც.

საკრებულოს თავმჯდომარეს სამი მოადგილე ეყოლება . ეერთ-ერთ კანდიდატად ნათია გოლიაძე სახელდება.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share