ფოტოამბავი-მაგიდაზე ხელების ბრახუნი, სიტყვიერი დაპირისპირება და დაკავება საკრებულოს სხომაზე

“მკვლელებო, პირსისხლიანებო, მიშას მონებო”-ოზურგეთის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა სიტყვიერი დაპირისპირებისა და ხმაურის  ფონზე მიმდინარეობდა, რასაც პარტიის ადგილობრივი ლიდერის, დავით მჟავანაძის დაკავება მოჰყვა.

საკრებულოს ხდომაზე ერთმანეთს სიტყვიერად “ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები დაუპირისპირდნენ. ოპონენტების შურაცხყოფაში ძირითადად ქალი დეპუტატები აქტიურობდნენ. განსაკუთრებით კი ქეთი ვასაძე და მარიკა ჩხიკვიშვილი.

მდგომარეობის განმუხტვის მიზნით ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.

“დესტრუქციულები ხართ და პირსისხლიანი მკვლელები”-ასე მიმართა “ოცნების” მარიკა ჩხიკვიშვილმა ენმ-ის დეპუტატებს. რასაც ოპოზიციის მხრიდან ხმაური მოჰყვა: “სწორედ თქვენმა, იანიშვილის ძალადობრივმა რეჟიმმა იმსხვერპლა ბათუმის საკრებულოს წევრი”-მჟავანაძის ამ პასუხს საკრებულოზე მაგიდაზე მუშტების ბრახუნი და ყვირილი მოჰყვა.

“ნაციონალებმა” დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

“სიტყვის თქმის უფლებას არ გაძლევენ. ვიწყებთ თუ არა საუბარს, მაშინვე აყაყანდებიან შძახილებით-“მიშა მკვლელია, გირგვლიანი თქვენ მოკალით”….დათო ძალის გამოყენებით გაიყვანეს საკრებულოს სხდომიდან, ეს გააკეთა  სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა პოლიციის უფროსმა და მისმა მოადგილემ.

წარმოიდგინეთ, ქალი, რომელსაც 2012 წელს “ნაციონალების” შტაბი ჰქონდა გახსნილი და მიშას გვერდით იდგა, ახლა გვედავება იმაზე, რომ თურმე მკვლელები ვართ. როზეტა სკამკოჩაიშვილის გოგოა ეს ქალბატონი მარიკა, ასე აქტიურად რომ გვებრძვის დღეს”-უთხრა “გურიის მოამბეს” საკრებულოს დეპუტატმა, ბესო ქათამაძემ.

რაც შეეხება დაკავებულ დავით მჟავანაძეს, ის ამ წუთებში ოზურგეთის პოლიციის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი, მას გამოძიება ორი მუხლით, პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობას და სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება.

Write to Irakli Salukvadze

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share