სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.5 პროცენტი შეადგინა.
,,ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ top-10 საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც ნოემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა:
- კომბოსტო – 96.7%
- ბადრიჯანი – 74.7%
- ქლიავი – 58.3%
- ყურძენი – 41.4%
- კვერცხი – 41.6%
- მზესუმზირის ზეთი – 40.7%
- ჭარხალი – 39.6%
- შაქარი – 34.7%
- სტაფილი – 34.2%
- კარტოფილი – 33.7%
მიუხედავად იმისა, რომ გაძვირებულ პროდუქტებს შორის ვერ მოხვდა, მნიშვნელოვნად, 22-ით არის გაზრდილი ფასი ხორბლის პურზე და ფქვილზე.