არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოს” თავმჯდომარე ირმა გორდელაძე საკრებულოს წევრის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” – დავით მჟავანაძის დაკავების ფაქტს ეხმაურება და წერს:
”მოგწონთ თუ არ მოგწონთ.
გიყვართ თუ არ გიყვართ…
დავით მჟავანაძე თავის სათქმელს და გასაკეთებელს ყოველთვის ეცდება, შეძლებს.
უსამართლობაა დააკავო დეპუტატი, რადგან ის ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენს.
რატომ სუფევს მტრული და დაპირისპირებული განწყობა ოზურგეთის საკრებულოში?
სამართალი და ადამიანის უფლებები ყველას თანასწორად ეხება.
ბავშვობიდან ვიცნობ, საყვარელი მოსწავლე იყო, ჩემი გამოზრდილია… და არის უახლოესი ადამიანი.
როცა რაიმე არ მომწონს, ამასაც მივუთითებ.
მთავარი ადამიანია, მოღვაწე და არა პარტიული ნიშა.
თავისუფლება დავითს! – წერს გორდელაძე.
ცნობისთვის, დღეს დავით მჟავანაძე ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე დააკავეს. მას ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება.