“სააკაშვილს აღენიშნება სტრესული აშლილობა – მთავრობას მოუწევს პასუხის გაცემა, თუ რატომ იყო დანიშნული ფსიქოტროპული პრეპარატები მაღალი დოზებით” – ჯიშკარიანი

“ემ­პა­თი­ას” ხელ­მძღვა­ნე­ლის მა­რი­ამ ჯიშ­კა­რი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენტს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი დო­ზე­ბი და­უ­ნიშ­ნეს, რისი სა­ჭი­რო­ე­ბაც არ იყო.

რო­გორც ჯიშ­კა­რი­ა­ნი გან­მარ­ტავს, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის არას­წო­რი გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გად, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ ად­გი­ლი აქვს „ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი წა­მე­ბის სა­ხეს და არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბას“.

„იკ­ვე­თე­ბა არა­შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბის გა­რე­მო­ე­ბა, რო­გორც მი­ნი­მუმ რუს­თა­ვის მე-12 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ეხე­ბა ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის არას­წორ გა­მო­ყე­ნე­ბას, რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბით გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი წა­მე­ბის სახე და არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს, მო­უ­წევს სტრას­ბურ­გში გას­ცეს პა­სუ­ხი თუ რა­ტომ იყო და­ნიშ­ნუ­ლი ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი დო­ზე­ბით, მა­შინ, რო­დე­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­იდ­ლა­ი­ნე­ბით არ სა­ჭი­რო­ებ­და ამ პრე­პა­რა­ტე­ბის და­ნიშ­ვნას, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ე.წ. ნე­ი­რო­ლეფ­სი­უ­რი სინ­დრო­მი. ამის მომსწრე და მნახ­ვე­ლე­ბი გავ­ხდით გო­რის ჰოს­პი­ტალ­ში პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი­სას.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს აღე­ნიშ­ნე­ბა წა­მე­ბას­თან და არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა – პოსტტრავ­მუ­ლი, სტრე­სუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა, ასე­ვე ნევ­რო­ლო­გი­უ­რად არის ე.წ. ვერ­ნი­კეს სინ­დრო­მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი.

ყვე­ლა­ნა­ი­რი გა­იდ­ლა­ი­ნის მი­ხედ­ვით, აღ­ნიშ­ნუ­ლი დი­აგ­ნო­ზე­ბი სა­ჭი­რო­ებს მი­ნი­მუმ 4-8 კვი­რი­ან მკურ­ნა­ლო­ბას. გა­იდ­ლა­ი­ნის და პრო­ტო­კო­ლის მი­ხედ­ვით პოსტტრავ­მულ სტრე­სულ აშ­ლი­ლო­ბას ესა­ჭი­რო­ე­ბა 3-თვი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის პე­რი­ო­დი, ე.წ. ვერ­ნი­კეს სინ­დრომს სჭირ­დე­ბა 2-3 თვე.

არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბი­სა და წა­მე­ბის სხვა­დას­ხვა ფაქტს ად­გი­ლი ჰქონ­და, რო­გორც რუს­თა­ვის მე-12 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ასე­ვე მე-18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. ყვე­ლა­ნა­რი სა­ერ­თშო­რი­სო სტან­დარ­ტით, იმ მტრულ და სტრე­სულ გა­რე­მო­ში, სა­დაც ადა­მი­ანს ასე­თი თავ­გა­და­სა­ვა­ლი გა­დახ­და, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ადა­მი­ა­ნის კვლავ დაბ­რუ­ნე­ბა“, – აღ­ნიშ­ნავს მა­რი­ამ ჯიშ­კა­რი­ა­ნი „მთა­ვარ არხთან“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share