,,ქართული ოცნების” დამფუძნებლის და ყოფილი პრემიერის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის, სკოლის ისტორიის სახელმძღვანელოში გამოჩენამ და მისმა ქება-დიდებამ საზოგადოებაში, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
აღნიშნულთან დაკავშირებით, როგორც ირკვევა გულგრილი არც ,,ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი დარჩენილა და ის ფაქტს, სოციალურ ქსელში ეხმაურბა.
,,ქ ერთი დიდი შეცდომაა, ივანიშვილზე ქველმოქმედი კი არა „გველმოქმედი“ უნდა ეწეროს. თუმცა მსოფლიოში არსებულ ყველა გველს იმდენი ვნება არ მიუყენებია კაცობრიობისა და მით უფრო ქართველი ხალხისთვის რაც ამ ბოროტებამ ჩაიდინა. მარტო ათეულ ათასობით მისეულ კოვიდ-გენოციდის მსხვერპლთა ცხედრები სახეზე ან უკვე სასაფლაოზეა. ასე,რომ ბოდიში გველებთან“, – წერს ნათელაშვილი.