“მალე ალბათ ქართულ ანბანს კირილიცათი შეცვლიან” – ნიკა გვარამია ისტორიის სახელმძღვანელოზე

,,მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში, მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოდან ამონარიდს აქვეყნებს, სადაც ერთ-ერთი ისტორიული ფაქტი დამახინჯებულად არის მოყვანილი.

,,კორუფციასა და კონტრაბანდასთან ბრძოლის მოტივით დაიხურა ერგნეთის ბაზრობა, რამაც ქართულ-ოსური ურთიერთობების შეფერხება გამოიწვია”.გამოიცანით, საიდანაა ციტატა?!სრული შოკია. ამას ასწავლიან ჩვენს ბავშვებს მეცხრე კლასში. მალე ალბათ ქართულ ანბანს კირილიცათი შეცვლიან”, – წერს გვარამია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share