ბიძინა ივანიშვილი სასკოლო სახელმძღვანელოებში – განათლების სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა საზოგადოების წარმომადგენლებსა და პოლიტიკურ წრეებში. გადახაზეთ წითელი მარკერით და დააწერეთ – არა რუსეთს! – ასე მიმართავს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, პარლამლენტის წევრი ბაჩუკი ქარდავა ახალგაზრდებს.
“რად უნდა ამდენი ვიშვიში, ჭკუასუსტები არიან და ეს კიდევ პარანოიკია, ხომ იცით რაც გკადრეს, გაგიბედეს ამ სიმახინჯის ავტორებმა – ხოდა უპასუხეთ, ყველა შესაბამისი კლასის მოსწავლემ, ვისაც აქვს გამბედაობა და უყვარს თავისუფლება, ასეთი, მჯერა 90 %-ზე მეტი იქნებით, გადახაზეთ ეს გვერდი წითელი მარკერით და დააწერეთ – არა რუსეთს, არა ბელადებს, გადაუღეთ ფოტო და დადეთ ფეისბუკზე, მორჩა და გათავდა, გაეცით ყველაზე მომაკვდინებელი პასუხი მომავლიდან , თავისუფალი საქართველოს შვილებმა თავისუფლების მტრებს!” – წერს ბაჩუკი ქარდავა.