გაუსაძლის ნიშნულამდე გაღატაკებული ხალხი, რომელიც თვიდან თვემდე გადარჩენისთვის იბრძვის – ასეთია საქართველოს რელობა, რომელიც ხელისუფლების მაღალჩინოსანთა დაბურული შუშებიდან არ ჩანს.
ამას ადასტურებს პრემიერმინისტრის მორიგი განცხადება ეკონომიკურ წინსვლასთან დაკავშირებით. მთავრობის მეთაურმა დღეს ასაკობრივი პენსიის ზრდაც დააანონსა, თუმცა როგორ შეცვლის 20 ლარით მომატებული შემოსავალი ხანდაზმულთა ცხოვრებას უკიდურესი ინფლაციის ფონზე, ამის შესახებ ღარიბაშვილს აღარაფერი უთქვამს.
ფასები კი ყველა მიმართულებით ისტორიულ მაქსიმუმზე და სავარაუდოდ ეს მონაცემებიც მალე ისევ შეიცვლება და არა ხალხის სასიკეთოდ.
ტვ მთავარი