”ოცნების’ დეპუტატი ალუდა ღუდუშაური თვლის, რომ ივანიშვილი სასკოლო სახელმძღვანელოებში სწორად არის შეყვანილი, რადგან მას ისტორიაში დიდი ადგილი უჭირავს. დეპუტატი მხოლოდ იმაზე წუხს, რომ ივანიშვილის “საგმირო საქმეები” წიგნში არაა ასახული:
„ახალი ფსკერი და მწვერვალი დაიპყრეს იმით, რომ საკუთარი ქვეყნის იურისდიქციის და ქვეყნის საზღვრებში საჯარისო ფორმირებების გადაადგილებას უწოდეს ომი. აქ არის მათი რეალური სახე, ეს იმ ნარატივის გაგრძელებაა, როცა ამ რადიკალურმა ჯგუფებმა და მათმა წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი რეზოლუციას, რომელიც ქვეყანას ადანაშაულებდა ომის დაწყებაში. იქამდე დაეცნენ, რომ მოსწავლეებში და სკოლაში შეიტანეს პოლიტიკა და ცდილობენ ხელოვნური აჟიოტაჟი შეიტანონ სკოლაში და ამ ბინძური მეთოდებით შევიდნენ და ამას საუბრობენ ადამიანები, ვინც ქვეყნისთვის საზიანო რეზოლუციას მოაწერეს ხელი. სახელმძღვანელოში აბსოლუტურად სწორად არის ჩამოყალიბებული ყველაფერი. ძალიან სწორად არის შეყვანილი ბიძინა ივანიშვილი სახელმძღვანელოში, არ უნდა იყოს?! დიახ, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს სახელმწიფოს ისტორიაში აქვს და რაც დრო გავა, კიდევ უფრო მეტად ექნება დაფასებული ადგილი განსხვავებით სააკაშვილისგან და თუ ამ ისტორიის წიგნში რაიმე არის არასწორი და არ ასახავს რეალობას, არის ის, რომ სახელმძღვანელოში ის საგმირო საქმეები არ არის ასახული, რაც ჩაიდინა, რისთვისაც არის მსჯავრდებული და რაზედაც მიმდინარეობს არაერთი საქმე,“ – აცხადებს ღუდუშაური.