ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შეყვანას ეხმაურება. ამის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.
“სხვათა შორის, რამდენადაც მე მითხრეს, ჩვენი ბიოგრაფიებისთვის ადგილი არ მოიძებნა ხო?” – თქვა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თმით, ის რომ ორჯერ იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და ორჯერ პარლამენტის თავმჯდომარე ბავშვებისთვის კარგი მაგალითია.
“ბურჯანაძე და ჟვანია არა? ბიძინა ივანიშვილი უფრო მეტია საქართველოსთვის, ვიდრე ბურჯანაძე და ჟვანია?! ცოტა ხანი ეგრე იქნება. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ სულ არ მაინტერესებს. იმიტომ, რომ ჩემი ბიოგრაფიები ძალიან ბევრი ქვეყნის ისტორიაშია შესული, მათ შორის მსოფლიოს 100 უძლიერესი ქალბატონის შესახებ ავსტრიაში გამოცემულ წიგნში. რა თქმა უნდა, გამეხარდება, თუ რამე იქნება ჩემზე საქართველოს ისტორიის წიგნში, მაგრამ თუ არ იქნება, ძალიან ბევრიც არ დამაკლდება.
როდესაც გყავს ქალი, რომელიც ორჯერ იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ორჯერ პარლამენტის თავმჯდომარე, იყო ეუთოს ვიცეპრეზიდენტი იყო 6 წელი, “ბისეკის” პრეზიდენტი იყო 3 წელი და რომელსაც მართლა მთელ მსოფლიოში იცნობენ. ბავშვებისთვის არის კარგი მაგალითი, რომ ასეთი შეიძლება იყოს საქართველოს ქალების წარმომადგენელი”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.