“ტვ პირველის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია საჯარო რეესტრის მიერ “ალტ-ინფოს” პარტიის დარეგისტრირების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“უკვე მართლა ვეღარ ვხვდები, სად გაქრა და სად წავიდა ამ ქვეყანაში პატრიოტიზმი, დამოუკიდებლობისთვის თავდადებული ბრძოლის ჟინი,საბჭოთა გულაგებიდან ქვეყნის დახსნა ასე რომ აღფვაფრთოვანებდა! გილოცავთ! მოძალადე პრორუსების პარტია საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა.ჩვენ კი ვსხედვართ და ვითომ არაფერი….. როცა ვამბობდი, რომ 5 ივლისი ხელისუფლების მოწყობილი იყო,ამ მოძალადე მუტრუკთა ხელთ, აი,ამიტომ ვამბობდი! ღარიბაშვილის პარტია ბ- “ოცნებიდან” კიდევ ერთხელ რომ გაუშვებენ,(ძალიან მალე!) ,პლაცდარმი გამზადებულია. მეც არ მჯერა, რომ ეს მოხდა,მაგრამ მოხდა! საჯარო რეესტრმა ,,ალტ-ინფოს,, პარტია დაარეგისტრირა. ხანდახან ვფირობ,რა მრჯის…რა მინდა..დავეტიო რა ჩემთვის… ახალგაზრდა თაობა ეგუება ამას? ეხლა უფრო მეტირება ლექსოზე და 5 ივლისზე” – წერს ინგა გრიგოლია.