სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში დატოვა – “ტვ პირველის” კორესპოდენტის ცნობით, გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.
არხის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე წილების 60%-ის დაბრუნებას ითხოვდნენ, რაც მოსამართე გოჩა დიდავამ არ დააკმაყოფილა.
დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, წილების 60% ქიბარ ხალვაშს , დარჩენილი 40% კი ხალვაშისავე კომპანიის, „პანორამას“ საკუთრებაში რჩება.
ამასთან, მოსამართლე გოჩა დიდავას გადაწყვეტილებით, ყადაღა მოეხსნა “რუსთვი-2 ს”. ასევე, აღნიშნული გადაწყვეტილებით, “რუსთავი2-ს” ქონების გაყიდვის უფლება მიეცა. მოსამართლემ მოსარჩელე მხარის – დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სამოქალაქო სარჩელი არ დააკმაყოფილა.