ალბათ უდავოა, რომ მეცნიერები საკმაოდ უცნაური ხალხია. მათი უმეტესობა ისეთ იდეებს მიჰყვებოდა, რომლისაც არავის სჯეროდა. ზოგიერთს ექსცენტრიული ხასიათი ჰქონდა, ზოგი კი ვერ წარმოიდგენდა, რომ სხვას მისნაირი უნარები არ გააჩნდა.
აქ კი წარმოგიდგენთ 10 გენიოსის უცნაურ ამბავს, რომლებიც, შესაძლოა, სცილდება თქვენს ფანტაზიებს, თუ სადამდე შეიძლება წავიდეს ადამიანის უცნაურობა და შეშლილობა.
1. პითაგორა
პითაგორა მართკუთხა სამკუთხედების თეორემითაა ცნობილი. თუმცა, მას არც ისე ყველასთვის გასაგები იდეები ჰქონდა. მაგალითად, მისი ცხოვრების უმთავრესი პრინციპი იყო, არასოდეს ეჭამა ან შეხებოდა ლობიოს. ლეგენდის თანახმად, სწორედ ლობიოს გამო დაიღუპა ცნობილი მათემატიკოსი: როდესაც მის სახლს თავს დაესხნენ და მას თავდამსხმელები დაედევნენ, იმ ადგილს მიადგა, სადაც უამრავი ლობიო იყო დათესილი. მან ნერგებში შესვლას სიკვდილი ამჯობინა – თავდამსხმელებმა მას ყელი გამოჭრეს. ისტორიულ ჩანაწერებში თავდასხმის მიზეზი ცხადად არ არის აღწერილი.
2. ტიხო ბრაჰე
მე-16 საუკუნეში მოღვაწე ასტრონომი და ასევე დიდგვაროვანი ტიხო ბრაჰე ექსცენტრიული ცხოვრებითა და სიკვდილითაა ცნობილი. მაგალითად, მან კოლეჯში დუელისას ცხვირი დაკარგა და მას შემდეგ მეტალის ცხვირს ატარებდა. მას გართობაც ძალიან უყვარდა: ბრაჰეს საკუთარი კუნძული ჰქონდა, სადაც ის თავის მეგობრებს ველური თავგადასავლებისთვის ეპატიჟებოდა. მან ცხენირემიც კი მოარჯულა და ჯუჯაც მეგობარი, ჯეპიც ჰყავდა, რომელიც მუდმივად მაგიდის ქვეშ ეჯდა და საჭმლის ნარჩენებს უყრიდა. ტიხო ბრაჰე სწორედ გართობის სიყვარულმა შეიწირა. პრაღაში გამართულ ბანკეტზე, ბრაჰეს მოშარდვა მოუნდა, თუმცა, მან, ეტიკეტი რომ არ დაერღვია, მაგიდასთან დარჩენა ამჯობინა. ცუდი გადაწყვეტილება იყო, რადგან ტიხო ბრაჰეს თირკმლის ინფექცია განუვითარდა და შემთხვევიდან 11 დღეში დაიღუპა.
3. ნიკოლა ტესლა
ნიკოლა ტესლა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი მეცნიერი იყო. ის სერბეთიდან ამერიკაში 1884 წელს ჩავიდა და მალევე დაიწყო მუშაობა თომას ედისონთან. ტესლამ ელექტროობასა და რობოტიკაში არაერთი გარღვევა მოახდინა, რომელთა უმეტესობაც თომას ედისონმა მიიწერა (ნათურა ნიკოლა ტესლამ გამოიგონა და არა – ედისონმა). თუმცა, ტესლა მხოლოდ მეცნიერებაში არ იყო კომპულსური. მას სავარაუდოდ ობსესიურ-კომპულსური აშლილობა (OCD) ჰქონდა. ის არ ეხებოდა ოდნავ მტვრიან ნივთს, თმას, მარგალიტის საყურეს ან ნებისმიერ მრგვალ ნივთს. გარდა ამისა, ის რიცხვმა 3-მა შეიპყრო: შენობაში შესვლამდე მის გარშემო 3 წრეს აკეთებდა. ჭამის დროს, ჭურჭლის გასაპრიალებლად ზუსტად 18 ხელსახოცს იყენებდა და იქამდე აპრიალებდა, სანამ ბზინვას არ დაიწყებდა ჭურჭელი.
4. ვერნა ჰაიზენბერგი
ბრწყინვალე გონების მქონე გერმანელი თეორიული ფიზიკოსი ვერნა ჰაიზენბერგი კვანტური ფიზიკის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახლდათ. მან ცნობილი განუზღვრელობის პრინციპი შექმნა, რომელიც მცირე მასშტაბებზე სუბატომური ნაწილაკების ქცევას ხსნის. ამის მიუხედავად, ის კინაღამ ჩაიჭრა სადოქტორო გამოცდაზე, რადგან თითქმის არაფერი იცოდა ექსპერიმენტის ტექნიკებსა და პრაქტიკულ ფიზიკაზე. როდესაც სადოქტორო კომიტეტის ერთ-ერთმა პროფესორმა ბატარეის მუშაობის პრინციპის ახსნა სთხოვა, მან ვერაფერი უპასუხა.
5. რობერტ ოპენჰაიმერი
მანჰეტენის პროექტის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ცნობილი ბირთვული ფიზიკოსი რობერტ ოპენჰაიმერი ნამდვილი ენციკლოპედისტი იყო: ის თავისუფლად საუბრობდა რვა ენაზე და ინტერესების ფართო დიაპაზონი ჰქონდა, მათ შორის იყო პოეზია და ფილოსოფია. ამის გამო, ოპენჰაიმერი ხშირად ვერ უგებდა იმ ადამიანებს, ვისაც მისნაირი შესაძლებლობები არ ჰქონდა. მაგალითად, ერთხელ მან თავის კოლეგა პროფესორ ლედ ნედელსკის ლექციის მომზადება სთხოვა და თან ისიც დააყოლა, რომ უმარტივესი იქნებოდა ამის გაკეთება, რადგან მის მიერ მიცემულ წიგნში ყველაფერი მარტივად ეწერა. მოგვიანებით, ოპენჰაიმერის კოლეგა ხელცარიელი დაბრუნდა, რადგან წიგნი მთლიანად ნიდერლანდურ ენაზე იყო. ოპენჰაიმერის პასუხი იყო: „მაგრამ ნიდერლანდური ენა ხომ ძალიან მარტივია?“
6. ბაკმინისტერ ფულერი
ამერიკელი არქიტექტორი და მეცნიერი ბაკმინისტერ ფულერი მის მიერ შექმნილი გეოდეზიური გუმბათითაა ცნობილი. თუმცა, ის მეტად ექსცენტრიული იყო. ის სხვადასხვა სასარტყელო ზონებში დროის გასაგებად მუდმივად მაჯის სამ საათს ატარებდა, რადგან ხშირად დაფრინავდა სხვადასხვა ქვეყნებში. მას წლების განმავლობაში ღამეში ორი საათი ეძინა, რომელსაც დიმაქსიონის ძილიც კი შეარქვა, თუმცა, ამ რეჟიმს საბოლოოდ შეეშვა, რადგან მის კოლეგებს არ შეეძლოთ ამდენი უძილობა. მაგრამ ყველაზე საოცარი მაინც ისაა, რომ ფულერი თავისი ცხოვრების წერილობით აღბეჭდვას ძალიან დიდ დროს უთმობდა. 1915 წლიდან 1983 წლამდე, მისი სიცოცხლის განმავლობაში, ფულერმა ცხოვრების დეტალური დღიური შეადგინა, რომელსაც ყოველ 15 წუთში ანახლებდა. მიღებული შედეგი, რომელსაც მან დიმაქსიონის ქრონოფაილები უწოდა, ფურცლების 82 მეტრიანი ზვინი იყო. ის ამჟამად სტენფორდის უნივერსიტეტში ინახება.
7. პოლ ერდოში
პოლ ერდოში უნგრელი მათემატიკოსი იყო, რომელიც რიცხვთა თეორიებზე მუშაობდა. მას იმდენად უყვარდა თავისი საქმე, რომ არასდროს დაქორწინებულა, არასდროს ჰქონია სახლი და მუდმივად სხვებთან რჩებოდა ღამის გასათევად. ის ხშირად გაფრთხილების გარეშე მიადგებოდა თავის კოლეგებს ფრაზით: „ჩემი ტვინი ღიაა“ და შემდეგ, ამოცანებზე ერთი ან ორი დღე იმუშავებდა, კვლავ დატოვებდა სახლს და წავიდოდა სხვასთან. ბოლოს ერდოში ყავაზე გახდა დამოკიდებული და კოფეინის აბებს იღებდა, ასევე ძილის დასაფრთხობად ამფეტამინსაც მოიხმარდა. ის დღეში 19-20 საათს მუშაობდა. გენიოსი მათემატიკოსის ასეთმა აკვიატებამ შედეგი გამოიღო: მან 1500 უმნიშვნელოვანესი ნაშრომი გამოაქვეყნა.
8. რიჩარდ ფეინმანი
რიჩარდ ფეინმანი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ფიზიკოსი იყო. ის მონაწილეობდა ამერიკის განსაკუთრებულად გასაიდუმლოებულ პროექტ მანჰეტენში, რომელმაც საბოლოოდ ატომური ბომბი დაამზადა. თუმცა, ფიზიკოსს პრაქტიკული ხუმრობები უყვარდა და ხშირად ინტრიგანიც იყო. როდესაც ფეინმანი ლოს ალამოსის ლაბორატორიაში (სადაც უშუალოდ ბომბი შექმნეს) მოიწყენდა, სეიფებს ტეხდა და კოლეგებს აჩვენებდა, რამდენად დაუცველია სისტემა. ეს არ იყო მისი თავგადასავლების ლიმიტი. იმ დროს, როცა ნობელის პრემიის მომტან კვანტური ელექტროდინამიკის თეორიას ამუშავებდა, ლას ვეგასის მოცეკვავე გოგონებთან ერთად სეირნობდა, მაიას ტომების ენის ექსპერტი გახდა, ტუვური ყელით სიმღერა ისწავლა და იმის ახსნაც შეძლო, რამ გამოიწვია შატლ ჩელენჯერის კატასტროფა 1986 წელს.
9. ოლივერ ჰევისაიდი
ბრიტანელმა მათემატიკოსმა და ელექტროინჟინერმა ოლივერ ჰევისაიდმა ელექტრული წრედების ანალიზისთვის კომპლექსური მათემატიკური ტექნიკები შექმნა და დიფერენციალური განტოლებები ამოხსნა. თვითნასწავლ გენიოსს მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა „უმაღლესი რანგის უცნაურობა“ შეარქვა. ჰევისაიდმა თავის სახლში გიგანტური გრანიტის ბლოკებით აწყობილი ავეჯი დადგა, კაშკაშა ვარდისფრად შეიღება ფრჩხილები, რამდენიმე დღე გადაბმულად მხოლოდ რძეს სვამდა და ჰიპერგრაფიით „იტანჯებოდა“ – მდგომარეობა, როდესაც სასტიკად გინდა წერა.
10. ოთნიელ ჩარლზ მარში და ედუარდ დრინკერ კოუპი
1800-იანების ბოლოს და 1900-იანების დასაწყისში, როდესაც დინოზავრების ნამარხებზე რბოლა გაჩაღდა, ორმა მეცნიერმა ერთმანეთის დასაჯაბნად ბინძურ ტაქტიკებს მიმართა. ოტნიელ ჩარლზ მარშმა (იელის უნივერსიტეტის პიბოდის მუზეუმის პალეონტოლოგი) და ედუარდ დრინკერ კოუპმა (ფილადელფიის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების აკადემიაში მომუშავე მეცნიერი) თავიდან საქმიანობა მეგობრულად დაიწყეს, თუმცა, ერთმანეთის მიმართ ზიზღი მალევე გაუჩნდათ. ნამარხებზე სანადიროდ წასულ ერთ-ერთ ექსპედიციაში მარშმა ნიმუშების შემნახველები მოქრთამა და შეუთვალა, რომ ყველაფერი, რასაც იპოვიდნენ, მისთვის მიეტანათ. კოუპის ერთ-ერთი ექსპედიციისას კი, მარშმა ჯაშუშები გააგზავნა. ჭორები იმაზეც დადის, რომ მათ ერთმანეთის ძვლის ბრიკები (გეოლოგიური სტრუქტურა, რომელშიც ნებისმიერი ტიპის ძვალია ნაპოვნი) დინამიტით ააფეთქეს, რათა ახალი აღმოჩენების გაკეთებაში ერთმანეთისთვის ხელი შეეშალათ. ისინი სამეცნიერო ნაშრომებში საჯაროდაც უპირისპირდებოდნენ და ფინანსურ თაღლითობაშიც კი ადანაშაულებდნენ ერთმანეთს. მაგრამ მაინც, ამ ორმა მკვლევარმა პალეონტოლოგიის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა: ცნობილი დინოზავრები, სტეგოზარები, ტრიცერატოპსი და სხვები, სწორედ მათი დახმარებით გაითხარა.
tv mtavari