რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთში, ცენტრალური ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
12 წლამდე ბავშვს მსუბუქი ავტომანქანა მაშინ შეეჯახა, როცა ქუჩაზე გადაადგილდებოდა.
როგორც თვითმხილველები “გურიის მოამბეს” უყვებიან, მოზარდს მსუბუქი დაზიანება ფეხის არეში აქვს მიღებული.
ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც.